28 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T15364 - ტენდერი 25 ავტოსამრეცხაო ბოქსის გაქირავებასთან და რეცხვის ტალონებით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს 25 ავტოსამრეცხაო ბოქსის გაქირავებასთან და რეცხვის ტალონებით მომსახურებასთან დაკავშირებით:
16 ბოქსი თბილისის მასშტაბით და 9 ბოქსი რეგიონებში. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ლოკაციების დოკუმენტი.
ბოქსებში პრეტენდენტს დახვდება დამკვეთის კუთნილი ტექნიკა, რომლის ყიდვაზე ან ქირაობაზე მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება პრეტენდენტი კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში:
დასახელება | ერთეული |
კერხერი | 10 |
მტვერსასრუტი | 8 |
კომპრესორი | 5 |
ქაფის ბალონი | 7 |
ქიმწმენდის აპარატი | 2 |
ქაფის ფიქსატორი | 2 |
პრეტენდენტს ბოქსებში ასევე დახვდება რეცხვისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალა, რომლის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება პრეტენდენტი კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტმა თითოეულ ობიექტზე უნდა მოაწყოს თავისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომლის მიხედვითაც აღრიცხავს კომუნალურ დანახარჯებს.
- პრეტენდენტი უნდა მოემსახუროს „სოკარის“ კომპანიების კუთვნილ ავტომობილებს და მის კორპორატიულ კლიენტებს, დაახლოებით 933 ერთეულს თვიურად. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კონკურენტული სატენდერო წინადადების მოწოდება აღნიშნული რაოდენობების გათვალისწინებით:
- სედანი 446
- ჯიპი 436
- მიკრო - 51 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება ტალონებით რეცხვის მომსახურებასთან დაკავშირებით ავტომანქანის ცალკეული კატეგორიების მიხედვით, ერთეულის საბაზრო ღირებულება და შესაბამისი ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ისარგებლებს დამკვეთი.
- შენიშვნა: ზემოთ მოცემული რაოდენობები განსაზღვრულია ყოველთვიურად. აღნიშნული რაოდენობები კატეგორიების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს და დაკორექტირდეს +-20%-ით.
- რეცხვის ტალონებს გაცემის დღიდან უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთწლიანი მოქმედების ვადა.
- ბოქსებს და უძრავ ქონებას უნდა შეუნარჩუნდეს პირვანდელი სახე და იმყოფებოდეს მუშა მდგომარეობაში.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 ბოქსის მართვის გამოცდილება, რაზეც სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს სამრეცხაო სფეროში ოპერირების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება წარმოადგინოს დოკუმენტები.
- ჰქონდეს კორპორატიულ კლიენტებთან რეცხვის მომსახურების გამოცდილება და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო წინადადებასთან ერთად.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი სატალონე სისტემა.
- პრეტენდენტის პერსონალი ეკიპირებული უნდა იყოს, სპეც ფორმებით, რომლიც შესაბამისობაში იქნება გარემოს დაცვითი და ტექნიკური, შრომითი უსაფრთხოების ნორმებთან.
- პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად ცალკე უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება იჯარის ღირებულების თაობაზე.
- პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ტალონების მოქმედების ვადის შესახებ.
გადახდის პირობები: პრეტენდენტმა კომპანიამ ყოველი თვის დასაწყისში წინასწარ ავანსის სახით უნდა უზრუნველყოს იჯარის საფასურის 100%-ის გადახდა დამკვეთისთვის.
ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება ცალკე ტალონებით რეცხვით მომსახურებასთან და ცალკე იჯარასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი: რევაზ მუხიგულაშვილი
მობ: 577222484
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები