ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T15423 - ტენდერი ხის მაგიდა-სკამების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/626
  • დანიშნულება: ხის მაგიდა-სკამების შეძენა 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
  • ფაილი პირველადი ვიზუალებით (შესაძლოა დეტალები შეიცვალოს)

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • მოთხოვნილი პროდუქცია მოწოდებულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის მარტისა;
  • ფასები უნდა მოიცავდეს DAP პირობით მოწოდების ღირებულებასაც;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 კალენდარული დღე.

შენიშვნა: ვიზუალები შესაძლოა შეიცვალოს ტენდერის მიმდინარეობის პროცესში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2022, 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 02.12.2022, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
tenders@ge.anadoluefes.com
Tekla.nozadze@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი