ჩაბარების ვადა:
1 დეკემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15425 - ტენდერი დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში ბანკის საკუთრებაში არსებული კარტიჯების დამუხრტვა/აღდგენის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების განხორციელებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში ბანკის საკუთრებაში არსებული კარტიჯების დამუხრტვა/აღდგენის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების განხორციელების მიზნით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან 1 (ერთი) წლიანი თანამშრომლობის მიზნით,
- გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
- კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განხორციელებული პროექტების შესაბამისად. წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 01 დეკემბერი, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძ
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა