ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T15425 - ტენდერი დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში ბანკის საკუთრებაში არსებული კარტიჯების დამუხრტვა/აღდგენის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების განხორციელებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ლიბერთი ბანკი აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში ბანკის საკუთრებაში არსებული კარტიჯების დამუხრტვა/აღდგენის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების განხორციელების მიზნით.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში; 

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან 1 (ერთი) წლიანი თანამშრომლობის მიზნით, 
  • გაფორმდება  გენერალური ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
  • კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განხორციელებული პროექტების შესაბამისად. წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 01 დეკემბერი, 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძ
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა