20 დეკემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15509 - ტენდერი ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ პროექტის ფარგლებში და USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს ღია ტენდერს ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
ძირითადი მოთხოვნები: ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში;
- ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი.
სხვა მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
- კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2023 წლის მარტის თვეში.
- კომპანიებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ ის რაოდენობა, რის მოწოდებასაც შეძლებენ აღნიშნული დროის ინტერვალში (შემოთავაზებულ ტექნიკაში იდენტური კომპლექტაციის კომპიუტერები უნდა იყოს 10-ის ჯერადი (10, 20, 30, 40 და ა.შ. ერთნაირი კომპიუტერი).
- კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
- ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული ტექნიკა 2023 წლის მარტის თვეში სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
- არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა: წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:
- განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
- დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
- ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2022 წლის 20 დეკემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_Coding School for 1500 Women.
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა