ჩაბარების ვადა:
20 დეკემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15520 - ტენდერი #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22 რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22 რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (მშენებლობის კალენდარული გრაფიკი); (დანართი N2, გვერდი 17)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
- აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების დეტალური პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარი“ და ნომერი - #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 640 074
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
დოკუმენტაცია
დანართი N1 - სატენდერო ინფორმაცია
დანართი N1 - სატენდერო ინფორმაცია
დანართი N2 - რაჭა ჰესი - ტექნიკური წყალმომარაგების დეტალური პროექტი
დანართი N2 - რაჭა ჰესი - ტექნიკური წყალმომარაგების დეტალური პროექტი
დანართი N3 - შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური ა???
დანართი N3 - შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური ა???
ყველას ჩამოტვირთვა