ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15520 - ტენდერი #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22 რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარი

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22 რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (მშენებლობის კალენდარული გრაფიკი); (დანართი N2, გვერდი 17)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე  და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 
  • აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების დეტალური პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - რაჭა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარიდა ნომერი - #02/12-GIEC-Hydro-S/Reserv-Racha-22, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 640 074
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები