
1 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1580 - ტენდერი პროექტირების სამუშაოების შესყიდვის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG „ბეგთაქარის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ტენდერს პროექტირების სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:
- ტერიტორიის არქიტექტურულ დაგეგმარებას
- ტერიტორიის ვერტიკალურ დაგეგმარებას
- ტერიტორიის შიდა ელექტროქსელების დაგეგმარებას
- დაბალი ძაბვის ელგაყვანილობის დაგეგმარებას
- ტერიტორიის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის შიდა ქსელების დაგეგმარებას
- ცალკეული შენობების არქიტექტურული პროექტების შედგენას
- ამ შენობების კონსტრუქციული ნაწილის პროექტების შედგენას
- შენობებში წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის პროექტების შედგენას
- დეტალური ხარჯთაღრიცხვების შედგენას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პრეტენდენტებს შეუძლიათ მიმართონ:
- საერთო-სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით - ბინორ მიგინეიშვილს ტელეფონი 599 95 86 83;
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იური ჩენჩიკს, საკონტაქტო ტელეფონი 577 37 09 57;
- ელექტროტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ლევან ასანიძეს 595 11 12 07
- პრეტენდენტების წარმომადგენლებს ბეგთაქარის მოედნის ადგილზე დათვალიერებას უზრუნველყოფს ი.ჩენჩიკი.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ინფორმაცია გრუნტების შემადგენლობის, მისასვლელი გზების, ელექტრო და წყალმომარაგების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.
სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.
სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, თათა ბუკიას სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.
კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 აგვისტო, 17:00 საათი.