ჩაბარების ვადა:

1 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1580 - ტენდერი პროექტირების სამუშაოების შესყიდვის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG „ბეგთაქარის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ტენდერს პროექტირების სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:

  • ტერიტორიის არქიტექტურულ დაგეგმარებას
  • ტერიტორიის ვერტიკალურ დაგეგმარებას
  • ტერიტორიის შიდა ელექტროქსელების დაგეგმარებას
  • დაბალი ძაბვის ელგაყვანილობის დაგეგმარებას
  • ტერიტორიის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის შიდა ქსელების დაგეგმარებას
  • ცალკეული შენობების არქიტექტურული პროექტების შედგენას
  • ამ შენობების კონსტრუქციული ნაწილის პროექტების შედგენას
  • შენობებში წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის პროექტების შედგენას
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვების შედგენას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პრეტენდენტებს შეუძლიათ მიმართონ:

  • საერთო-სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით - ბინორ მიგინეიშვილს ტელეფონი 599 95 86 83;
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იური ჩენჩიკს, საკონტაქტო ტელეფონი 577 37 09 57;
  • ელექტროტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ლევან ასანიძეს 595 11 12 07
  • პრეტენდენტების წარმომადგენლებს ბეგთაქარის მოედნის ადგილზე დათვალიერებას უზრუნველყოფს ი.ჩენჩიკი.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ინფორმაცია გრუნტების შემადგენლობის, მისასვლელი გზების, ელექტრო და წყალმომარაგების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება.

სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია.

სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, თათა ბუკიას სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9.

კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.

კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 აგვისტო, 17:00 საათი.