ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15915 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე.

დღეისათვის კომპანიას გააჩნია 400 სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
  • მომსახურების არეალი საქართველოში (ლოკაციები და მისამართები);
  • ინფორმაცია ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანების შესახებ (რაოდენობა, მარკა);
  • პრეტენდენტის  ოპერატიული მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს  ჯი-პი-ეს მოწყობილობებით;
  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ობიექტის დაცვა 24 საათიანი განრიგით ცენტრალიზებული დაცვის პულტის მეშვეობით;
  • საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალის გამოყოფა;
  • დაგვიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღება ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის  გზით ზიანის დადგომის შემთხვევაში;
  • ინფორმაციის მოწოდება, ობიექტების მიმდინარე სტატუსის შესახება (გახსნა / დაკეტვა);
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ცხელი ხაზი, რომელიც მოგვემსახურება 24/7 დროის განმავლობაში;
  • ყოველ 15 მაღაზიაზე 1 უფასო ცრუ განგაში დღეში (მაგ: 400 ობიექტის შემთხვევაში - 27 ცრუ განგაში დღეში);
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
  • ობიექტის საკონტროლო პანელი თავსებადი უნდა იყოს ძირითად პროტოკოლებთან:
    - LINKS1000 cellular communication
    - LINKS2X50 long range radio transmitter
    - SIA და Contact ID
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, ა.შ.);

კომერციული პირობები:

  • ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;

     რეაგირების დროის მიხედვით, შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ორ ვარიანტს:

        - განფასება 5 წუთიანი რეაგირების დროის შემთხვევაში;
        - განფასება 7 წუთიანი რეაგირების დროის შემთხვევაში;

      ზარალის ანაზღაურების მიხედვით, შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ორ ვარიანტს:

         - ზარალის ანაზღაურება კამერის ჩანაწერებსა და საბუღალტრო მონაცემებზე დაყრდნობით;
         - ზარალის ანაზღაურება წინასწარ განსაზღვრული, ფიქსირებული თანხის ოდენობით;

  • დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის სია (უნდა შეიცავდეს კვამლის დეტექტორსაც) და განფასება;
  • დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟის ღირებულება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი