31 იანვარი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15915 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე.
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 400 სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- მომსახურების არეალი საქართველოში (ლოკაციები და მისამართები);
- ინფორმაცია ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანების შესახებ (რაოდენობა, მარკა);
- პრეტენდენტის ოპერატიული მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს ჯი-პი-ეს მოწყობილობებით;
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ობიექტის დაცვა 24 საათიანი განრიგით ცენტრალიზებული დაცვის პულტის მეშვეობით;
- საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალის გამოყოფა;
- დაგვიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღება ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის გზით ზიანის დადგომის შემთხვევაში;
- ინფორმაციის მოწოდება, ობიექტების მიმდინარე სტატუსის შესახება (გახსნა / დაკეტვა);
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ცხელი ხაზი, რომელიც მოგვემსახურება 24/7 დროის განმავლობაში;
- ყოველ 15 მაღაზიაზე 1 უფასო ცრუ განგაში დღეში (მაგ: 400 ობიექტის შემთხვევაში - 27 ცრუ განგაში დღეში);
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
- ობიექტის საკონტროლო პანელი თავსებადი უნდა იყოს ძირითად პროტოკოლებთან:
- LINKS1000 cellular communication
- LINKS2X50 long range radio transmitter
- SIA და Contact ID - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, ა.შ.);
კომერციული პირობები:
- ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
რეაგირების დროის მიხედვით, შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ორ ვარიანტს:
- განფასება 5 წუთიანი რეაგირების დროის შემთხვევაში;
- განფასება 7 წუთიანი რეაგირების დროის შემთხვევაში;
ზარალის ანაზღაურების მიხედვით, შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ორ ვარიანტს:
- ზარალის ანაზღაურება კამერის ჩანაწერებსა და საბუღალტრო მონაცემებზე დაყრდნობით;
- ზარალის ანაზღაურება წინასწარ განსაზღვრული, ფიქსირებული თანხის ოდენობით;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის სია (უნდა შეიცავდეს კვამლის დეტექტორსაც) და განფასება;
- დაცვითი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟის ღირებულება;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი