ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2023, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T15932 - ტენდერი საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში "დანართი N1" განხორციელდა ცვლილება. წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 1 თებერვალი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე. ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:

საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: Tpitskhelauri@bog.ge
მობ: +995 577 52 42 35

მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია (100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
  • სრულად შევსებული Excel -ის ფაილი;
    - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
    - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • SAP ARIBA-ს საშუალებით გამოცხადდება აუქციონი, სადაც მიმდინარეობის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ ვაჭრობის შესაძლებლობა
  • ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა ერთეულის ფასს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ყველა პუნქტის შესაბამისი ნიმუში.
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.

სატენდერო მოთხოვნები

  • შეკვეთის განთავსება:  თვის განმავლობაში, კონტრაქტორი ბანკისგან  შეკვეთას მიიღებს შიდა პროგრამის საშუალებით.  სადაც მოცემული იქნება ობიექტების ჩამონათვალი და შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის სახეობები და რაოდენობა. 
  • პროდუქციის მიწოდება: კონტრაქტორი ბანკს მიაწვდის ობიექტების მიხედით, წინასწარ დახარისხებულ პროდუქციას. თითოეულ შეკვრას უნდა ჰქონდეს წარწერა, შესაბამისი ობიექტის და მისამართის მითითებით.
  • ამასთანავე, თვის განმავლობაში რამდენჯერმე, (მოთხოვნის შესაბამისად) ბანკის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები. სხვადასხვა სახის საკანცელარიო პროდუქტზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით. 
  • მიწოდების მთავარი მისამართი: ქ. თბილისი - ჭირნახულის 9, საქართველოს ბანკის საწყობი.
  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
  • შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია პროდუქციის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.
  • არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოიძიოს ამგვარი პროდუქცია და ბანკს მიაწოდოს წინასწარ შეთანხმებული ფასით;
  • შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 80%; გამოცდილება 20%; 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა