ჩაბარების ვადა:
1 თებერვალი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15932 - ტენდერი საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში "დანართი N1" განხორციელდა ცვლილება. წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 1 თებერვალი, 17:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, საკანცელარიო მასალის შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: Tpitskhelauri@bog.ge
მობ: +995 577 52 42 35
მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია (100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
- სრულად შევსებული Excel -ის ფაილი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. - SAP ARIBA-ს საშუალებით გამოცხადდება აუქციონი, სადაც მიმდინარეობის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ ვაჭრობის შესაძლებლობა
- ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა ერთეულის ფასს.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ყველა პუნქტის შესაბამისი ნიმუში.
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
სატენდერო მოთხოვნები
- შეკვეთის განთავსება: თვის განმავლობაში, კონტრაქტორი ბანკისგან შეკვეთას მიიღებს შიდა პროგრამის საშუალებით. სადაც მოცემული იქნება ობიექტების ჩამონათვალი და შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის სახეობები და რაოდენობა.
- პროდუქციის მიწოდება: კონტრაქტორი ბანკს მიაწვდის ობიექტების მიხედით, წინასწარ დახარისხებულ პროდუქციას. თითოეულ შეკვრას უნდა ჰქონდეს წარწერა, შესაბამისი ობიექტის და მისამართის მითითებით.
- ამასთანავე, თვის განმავლობაში რამდენჯერმე, (მოთხოვნის შესაბამისად) ბანკის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები. სხვადასხვა სახის საკანცელარიო პროდუქტზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით.
- მიწოდების მთავარი მისამართი: ქ. თბილისი - ჭირნახულის 9, საქართველოს ბანკის საწყობი.
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია პროდუქციის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.
- არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოიძიოს ამგვარი პროდუქცია და ბანკს მიაწოდოს წინასწარ შეთანხმებული ფასით;
- შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 80%; გამოცდილება 20%;
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა