ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T16333 - ტენდერი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების და ცეცხლმაქრების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: განახლდა პროდუქტის რაოდენობები, გთხოვთ იხილოთ განახლებული დანართი 2. ასევე ტენდერის დასრულების დედლაინად განისაზღვრა: 11 დეკემბერი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების და ცეცხლმაქრების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები საკიდით 50
ცეცხლმაქრი 5 კგ. საკიდით და ინსპექტირების ბარათით 50

 

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება

პირველადი დახმარების ნაკრები საკიდით მახასიათებლები:

  • 2 x ერთჯერადი ხელთათმანი
  • 22 x პლასტირი
  • 1 x შესახვევი
  • 1 x მაკრატელი
  • 1 x ელასტიური მარლის ბინტი
  • 1 x სტერილური ხელსახოცი
  • 1 x სამკუთხა შესახვევი
  • 1 x ლეიკოპლასტირი
  • 1 x ფოლგის პლედი
  • 6 x ანტისეპტიკური ხელსახოცი
  • 1 x პირველადი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქცია, ბროშურა
  • 12 x სამაგრები
  • 1 x ფანარი
  • 1 x ჩანთა

ცეცხლმაქრების მახასიათებლები: 

  • ფხვნილოვანი 5 კგ-იანი
  • ქრობის კლასები: A, B, C; (დატანილია ინფორმაცია, რომ ცეცხლმაქრი გამოიყენება 1000 ვოლტამდე ძაბვის ქვეშ მყოფ დანადგარებზე)
  • კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი)
  • რაოდენობის მაჩვენებელი მანომენტრით;
  • დრეკადი მილით;
  • ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა: 2 წელი
  • გამოყენების წესები ქართულ ენაზე

მოწოდების ვადა:

  • 1 ეტაპად, 2023 წლის დეკემბერში
  • მისამართი - ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106

ანაზღაურება:

  • ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 დეკემბერი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 50600000 უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 თებერვალი 2023 დრო 19:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა