11 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T16333 - ტენდერი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების და ცეცხლმაქრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების და ცეცხლმაქრების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები საკიდით | 50 |
ცეცხლმაქრი 5 კგ. საკიდით და ინსპექტირების ბარათით | 50 |
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება
პირველადი დახმარების ნაკრები საკიდით მახასიათებლები:
- 2 x ერთჯერადი ხელთათმანი
- 22 x პლასტირი
- 1 x შესახვევი
- 1 x მაკრატელი
- 1 x ელასტიური მარლის ბინტი
- 1 x სტერილური ხელსახოცი
- 1 x სამკუთხა შესახვევი
- 1 x ლეიკოპლასტირი
- 1 x ფოლგის პლედი
- 6 x ანტისეპტიკური ხელსახოცი
- 1 x პირველადი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქცია, ბროშურა
- 12 x სამაგრები
- 1 x ფანარი
- 1 x ჩანთა
ცეცხლმაქრების მახასიათებლები:
- ფხვნილოვანი 5 კგ-იანი
- ქრობის კლასები: A, B, C; (დატანილია ინფორმაცია, რომ ცეცხლმაქრი გამოიყენება 1000 ვოლტამდე ძაბვის ქვეშ მყოფ დანადგარებზე)
- კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი)
- რაოდენობის მაჩვენებელი მანომენტრით;
- დრეკადი მილით;
- ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა: 2 წელი
- გამოყენების წესები ქართულ ენაზე
მოწოდების ვადა:
- 1 ეტაპად, 2023 წლის დეკემბერში
- მისამართი - ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106
ანაზღაურება:
- ნასყიდობის საგნის მოწოდებიდან მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 დეკემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 50600000 უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება