
6 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T16394 - ტენდერი დაზიანებული სამზარეულოს ავეჯის გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს დაზიანებული სამზარეულოს ავეჯი.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია ინვენტარის შესახებ. წარმოდგენილი ფასები მითითებულია ლარში დღგ-ს ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ატვირთონ საიტზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 მარტისა.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი)
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია)
- საბანკო რეკვიზიტები
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
- პროდუქციის გატანის ვადა და პირობები
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- ნივთები არის ნაწილობრივ დაზიანებული (დასველებული)
- ნივთები ნაწილ-ნაწილ არ იყიდება
- გადახდის პირობები: წინასწარ
- მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით. საქონლის წაღება მოხდება თანხის ჩარიცხვიდან 1 კვირის ვადაში.
- აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება
- კომპანია იტოვებს უფლებას სასურველი თანხის არ შემოთავაზების შემთხვევაში შეაჩეროს ტენდერი
ასევე გაითვალისწინეთ!!!!
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
- ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
- გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
საკონტაქტო პირები:
დაზიანებული ავეჯის სანახავად დაუკავშირდით - ნიკა 577 322 397
ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში:
ანანო 595 607 070
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი