ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T16394 - ტენდერი დაზიანებული სამზარეულოს ავეჯის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიყიდოს დაზიანებული სამზარეულოს ავეჯი. 

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია ინვენტარის შესახებ. წარმოდგენილი ფასები მითითებულია ლარში დღგ- ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ატვირთონ საიტზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 მარტისა.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი)
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (პოზიცია)
  • საბანკო რეკვიზიტები 
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • პროდუქციის გატანის ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ნივთები არის ნაწილობრივ დაზიანებული (დასველებული)
  • ნივთები ნაწილ-ნაწილ არ იყიდება
  • გადახდის პირობები: წინასწარ
  • მყიდველი პასუხსმგებელია შესყიდული საქონლის წაღებაზე საკუთარი ტრანსპორტით. საქონლის წაღება მოხდება თანხის ჩარიცხვიდან 1 კვირის ვადაში.
  • აუცილებელია დაინტერესებული მხარის ადგილზე მოსვლა და შესასყიდი საქონლის დათვალიერება/შეფასება
  • კომპანია იტოვებს უფლებას სასურველი თანხის არ შემოთავაზების შემთხვევაში შეაჩეროს ტენდერი

ასევე გაითვალისწინეთ!!!!

  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. 
  • ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური  პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ  წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.
  • გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

საკონტაქტო პირები:
დაზიანებული ავეჯის სანახავად  დაუკავშირდით - ნიკა 577 322 397

ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში:
ანანო 595 607 070

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 თებერვალი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა