24 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16461 - ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.
თანდართულ ფაილში იხილეთ:
- 2023 წლის ბოლომდე მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის რაოდენობა;
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ არ ორჯერ;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება თვეში ერთხელ ან ორჯერ.
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
- შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემული რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე.
დამატებითი ინფორმაცია:
- შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე;
- ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1; თბილისი, თ. ერისთავის N5.
- ანგარიშსწორება იწარმოებს 30 დღიანი კონსიგნაციით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- სრულად შევსებული Excel -ის ფაილი (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
- კორპორატიული კლიენტების სია.
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 მარტი, 18:00 სთ;
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
E-mail: V.beshkenadze@gdl.ge
E-mail: M.kvaratskhelia@gdl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები