ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16461 - ტენდერი სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.

თანდართულ ფაილში იხილეთ:

  • 2023 წლის ბოლომდე მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის რაოდენობა;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ არ ორჯერ;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება თვეში ერთხელ ან ორჯერ.
  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
  • შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემული რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე;
  • ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1; თბილისი, თ. ერისთავის N5.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს 30 დღიანი კონსიგნაციით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
  • სრულად შევსებული Excel -ის ფაილი (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
  • კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
  • კორპორატიული კლიენტების სია.
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 მარტი, 18:00 სთ;

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
E-mail: V.beshkenadze@gdl.ge
E-mail: M.kvaratskhelia@gdl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები