ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16536 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“
აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე.

ტენდერის აღწერილობა:

  • თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
  • განიხილება მინივენების და მიკროავტობუსების კომბინაცია;
  • პრეტენდენტმა უნდა  უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება დანართი N1ში გათვალისწინებული გრაფიკის და მიმართულებების მიხედვით;
  • შესაძლოა მოხდეს თანამშრომლების ჩანაცვლება, ამიტომ ცხრილი მუდმივად ცვალებადი და განახლებადია;
  • პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია;
  • მაღაზიები/საწყობი მუშაობს ყოველ დღე;
  • კომპანიამ დანართ N1-ში მოცემული მიმართულებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს სულ რამდენი სატრანსპორტო საშუალება იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული კილომეტრების მიხედვით;
  • ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის, ცვეთის ხარჯებს და ა.შ.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
  • შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდა იყოს უსაფრთხო მდგომარებაში;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
  • მძღოლების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვა;
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები