ჩაბარების ვადა:
21 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16536 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე.
ტენდერის აღწერილობა:
- თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
- განიხილება მინივენების და მიკროავტობუსების კომბინაცია;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება დანართი N1ში გათვალისწინებული გრაფიკის და მიმართულებების მიხედვით;
- შესაძლოა მოხდეს თანამშრომლების ჩანაცვლება, ამიტომ ცხრილი მუდმივად ცვალებადი და განახლებადია;
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია;
- მაღაზიები/საწყობი მუშაობს ყოველ დღე;
- კომპანიამ დანართ N1-ში მოცემული მიმართულებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს სულ რამდენი სატრანსპორტო საშუალება იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად;
- შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული კილომეტრების მიხედვით;
- ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის, ცვეთის ხარჯებს და ა.შ.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
- შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდა იყოს უსაფრთხო მდგომარებაში;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით;
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
- მძღოლების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვა;
- შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები