ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16561 - ფასთა გამოკითხვა/მოკვლევა დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურე კომპანიის შერჩევაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს
ბაზისბანკი აცხადებს ფასთა გამოკითხვას/მოკვლევას დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურე კომპანიის შერჩევაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტორნულად შემდეგ მეილზე-tenders@basisbank.ge, ფასთა მოკვლევიდან შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი მომსახურების ხელშეკრულება (შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი - ღირებულება).

მომსახურების აღწერა:

  • მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს „ბაზისბნაკის“ ფილიალებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება (თბილისი, რეგიონები-ცხრილი #1).

შესასრულებელი მომსახურების ჩამონათვალი:

  • დეზინფექცია - (მათ შორის ინფექციური ვირუსების საწინააღმდეგოდ (მაგ. კოვიდ-19) - საჭიროების მიხედვით); - ფასთა ცხრილში მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას ობიექტების  შესაბამისი კვადრატულობის  მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით
  • დეზინსექცია (გეგმიურად); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.
  • დერატიზაცია (გეგმიურად); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.
  • ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სამუშაოები (საჭიროების მიხედვით); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.

არაგეგმიური (საჭიროების მიხედვით) სამუშაოები უნდა შესრულდეს შესაბამისი დაკვეთიდან 1 სამუშაო დღეში თბილისის შემთხვევაში და 2 სამუშაო დღე - რეგიონის მაშტაბით.

საკვალიფიციო მოთხოვნა:

  • შესაბამის სფეროში მუშაოების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.
  • გამოყენებული პრეპარატები შესაბამისი უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს გამოყენებული პრეპარატების ჯანმრთელობისთვის უვნებლობის სერტიფიკატ(ებ)ი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N1 - ფასთა ცხრილი (მომსახურების ღირებულება ობიექტების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით);
  • პრეპარატების ჩამონათვალი (თანდართული უვნებლობის სერთიფიკატებით);
  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • მიმდინარე კონტრაქტორები და კორპორატიული კლიენტები;

დამატებითი ინფორმაციის და კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გაგა ქემერტელიძეს - +995 579 40 48 94; 

შემოთავაზებების მიღების ბოლო ვადა 30.03.2023, 17:00 საათი.

მომსახურების პერიოდი: 01.05.2023-31.10.2023 (6 თვე)

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები