30 მარტი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16561 - ფასთა გამოკითხვა/მოკვლევა დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურე კომპანიის შერჩევაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს “ბაზისბანკი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას/მოკვლევას დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მომსახურე კომპანიის შერჩევაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტორნულად შემდეგ მეილზე-tenders@basisbank.ge, ფასთა მოკვლევიდან შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი მომსახურების ხელშეკრულება (შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი - ღირებულება).
მომსახურების აღწერა:
- მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს „ბაზისბნაკის“ ფილიალებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება (თბილისი, რეგიონები-ცხრილი #1).
შესასრულებელი მომსახურების ჩამონათვალი:
- დეზინფექცია - (მათ შორის ინფექციური ვირუსების საწინააღმდეგოდ (მაგ. კოვიდ-19) - საჭიროების მიხედვით); - ფასთა ცხრილში მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას ობიექტების შესაბამისი კვადრატულობის მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით
- დეზინსექცია (გეგმიურად); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.
- დერატიზაცია (გეგმიურად); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.
- ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სამუშაოები (საჭიროების მიხედვით); - მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას 1 კვ.მ. გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით.
არაგეგმიური (საჭიროების მიხედვით) სამუშაოები უნდა შესრულდეს შესაბამისი დაკვეთიდან 1 სამუშაო დღეში თბილისის შემთხვევაში და 2 სამუშაო დღე - რეგიონის მაშტაბით.
საკვალიფიციო მოთხოვნა:
- შესაბამის სფეროში მუშაოების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.
- გამოყენებული პრეპარატები შესაბამისი უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს გამოყენებული პრეპარატების ჯანმრთელობისთვის უვნებლობის სერტიფიკატ(ებ)ი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N1 - ფასთა ცხრილი (მომსახურების ღირებულება ობიექტების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით);
- პრეპარატების ჩამონათვალი (თანდართული უვნებლობის სერთიფიკატებით);
- კომპანიის რეკვიზიტები;
- მიმდინარე კონტრაქტორები და კორპორატიული კლიენტები;
დამატებითი ინფორმაციის და კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გაგა ქემერტელიძეს - +995 579 40 48 94;
შემოთავაზებების მიღების ბოლო ვადა 30.03.2023, 17:00 საათი.
მომსახურების პერიოდი: 01.05.2023-31.10.2023 (6 თვე)
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები