6 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16597 - ტენდერი არსებული აკუმულატორების დემონტაჟზე და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 6 აპრილი 2023 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“აცხადებს ტენდერს არსებული აკუმულატორების დემონტაჟზე და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე 17/03-GIEC-S/Battery-23.
სამუშაოს დასახელება: თბო სადგურში არსებული 220 ვ-ის აკუმულატორების დემონტაჟი და ახალი აკუმულატორების მონტაჟი მომწოდებლის მასალით.
სააკუმულატორო ბანკების რაოდენობა: 130 ცალი
სააკუმულატორო ბანკების ტიპი: 8OPZV 800
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- ახალი აკუმულატორების სააკუმულატორო სათავსოში გადატანა, დაკომპლექტება (კლემნიკები; ჭანჭიკები; პერემიჩკები).
 - ძველ აკუმულატორებზე პერემიჩკების; კლემნიკების ჩახსნა (ძაბვის მოხსნით).
 - ძველი აკუმულატორის ბანკების გატანა სააკუმულატორო სათავსოდან.
 - სააკუმულატორო სათავსოს მოწესრიგება: კედლების შეღებვა, აკუმულატორების სადგამი ბალკების გასუფთავება (კოროზიისგან) შეღებვა და იატაკის გაწმენდა - გასუფთავება.
 - სააკუმულატორო სათავსოში იზოლატორების და სალტეების მიმდინარე შეკეთება (დაზიანებული იზოლატორების შეცვლა ახლით).
 - ახალი აკუმულატორების შეტანა, ბალკებზე დალაგება და მიერთება - მონტაჟი.
 - ახალი აკუმულატორების მარკირება - და დანომრვა
 - აკუმულატორების ვარჯიში (დამუხტვა - განმუხტვა) ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.
 - აკუმულატორების ტესტირება (მაქსიმალური ტვირთის ქვეშ მუშაობა); აღმოჩენილი დეფექტების გასწორება.
 - აკუმულატორების შეყვანა ექსპლუატაციაში.
 
სამუშაოს შესრულების ადგილი: გარდაბანი, დ. აღმაშენებლის #2.
სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2023 წლის 1 – 20 ივნისი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 
შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
 - ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
 - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
 
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 აპრილი, 17:00 საათი
 - დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
 - კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
 - კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი 17/03-GIEC-S/Battery-23
 - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური 
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე 
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735
ტენდერის კატეგორია:
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები