24 მარტი 2023, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16622 - ტენდერი მეორადი ინვენტარის რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის რეალიზაციასთან დაკავშირებით და იწვევს ინვენტარის შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
გასაყიდი საქონელი: სხვადასხვა სახეობის ინვენტარი, რომლის დეტალური ჩამონათვალი მოცემულია დანართში №2 და განთავსებულია მისამართზე თბილისი, გურამიშვილის №19
აუცილებელი მოთხოვნები:
- ყველა მასალის ერთიანი შესყიდვა;
- ინვენტარის გატანა უნდა მოხდეს თავად შემსყიდველის მიერ, სს კრედო ბანკის გარე საწყობის ტერიტორიიდან: თბილისი, გურამიშვილის №19
- I სართული
ფასების მოწოდების წესი:
- ფასის დადგენა უნდა მოხდეს ინვენტარის დათვალიერების შედეგად მითითებულ მისამართზე
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, გაყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.
- სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, საუკეთესო ფასის გათვალისწინებით;
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული ფორმა დანართი №1.
- მხოლოდ ხელმოწერილი ფორმები დანართი №3 და დანართი №4
დამატებითი ინფორმაცია:
- რეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 24 მარტი, 17:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 მარტი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ნოდარ თათარაშვილი
ინვენტარის ადმინისტრირების ოფიცერი
Inventory Administration Officer
M | (+995) 595 21 25 90
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
- 39100000 ავეჯი