3 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16627 - ტენდერი №357 DWDM მულტიპლექსორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს კრედო ბანკი (შემდგომში შემსყიდველი) სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 87 სერვისცენტრს.
გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს №357 DWDM მულტიპლექსორის შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის პირობები და აუცილებელი მოთხოვნები:
- შესყიდვის ობიექტი: DWDM მულტიპლექსორი - 4 ცალი
- სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:
დასახელება |
მინიმალური მახასიათებელი |
ფორმ ფაქტორი |
1 RU-ში არანაკლებ 2 მულტიპლექსორის განთავსების შესაძლებლობა |
არხების რაოდენობა |
მინიმუმ 4 არხი, გაფართოებადი 8 არხამდე |
მონიტორინგის პორტი |
მინიმუმ 1 მონიტორინგის პორტი LC კონექტორით |
დანაკარგი (Link loss, per channel) |
არაუმეტეს 4,65 dB |
დანაკარგი (Link loss, extension) |
არაუმეტეს 1.85 dB |
ოპტიკური არხის ბიჯი |
100 GHz |
სამუშაო ტემპერატურა |
0℃ - +70℃ |
კონექტორის ტიპი |
LC/UPC |
DWDM ტრანსივერები (ჯამურად მთელი გადაწყვეტილებისთვის) |
|
ოპტიკური კაბელები (ჯამურად მთელი გადაწყვეტილებისთვის) |
|
კვება და გაგრილება |
DWDM მულტიპლექსორი არ უნდა საჭიროებდეს ელ. კვებას |
გარანტია |
მწარმოებლის 3 წლიანი გარანტია |
შესასრულებელი საინსტალაციო სამუშაოები: მოწოდებული DWDM მულტიპლექსორების ინსტალაცია, არსებული ქსელური მოწყობილობების (Cisco Nexus 3548-xl & HP Storage Works 8/24 San Switch) დაერთება DWDM არხებზე.
- დანართში №1 ით შემოთავაზებული რაოდენობის შესყიდვას შემსყიდველი განახორციელებს ერთჯერადად;
ტენდერში მონაწილეობის მიღების პირობები
ტენდერში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ აუცილებელ პირობებს. აუცილებელი პირობები შემდეგში მდგომარეობს:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტს უნდა ყავდეს შემოთავაზებული ბრენდის სერთიფიცირებული ინჟინერი.
- სასურველია პრეტენდენტ კომპანიას ჰქონდეს ანალოგიური პროექტი განხორციელებული და წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი ამის დასადასტურებლად;
- შემოთავაზებული DWDM მულტიპლექსორი უნდა იყოს ცნობადი ბრენდის.
დამატებითი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 მეშვეობით:
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
- ! პრეტენდენტმა კომპანიამ დანართი №1 უნდა ატვირთოს, ასევე excel-ის ფაილითაც; - წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს დოლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
- მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
- ტექნიკა უნდა იყოს საქართველოს რეგიონისთვის განკუთვნილი; - შემსყიდველის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში ან ავტორიზებული ინჟინრის მიერ ადგილზე.
ანგარიშსწორების პირობები:
- კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ერთჯერადი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების მიღების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
- მომწოდებელი ვალდებულია გახსნას კრედო ბანკში ანგარიში!
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინა დადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- ანალოგიური სისტემის დანერგვის გამოცდილება
- ინჟინრის სერტიფიკატის დონე
- მოწოდების ვადები
მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
- რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
- შესყიდვის საგნის დასახელება;
- კომპანიის დასახელება;
- რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა;
- საკონტაქტო ნომერი. - დანართი №1-ის საშუალებით წარმოდგენილი ფასები ;
- მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
- სერვისცენტრის/მომსახურე ობიექტების/ფილიალების ჩამონათვალის დოკუმენტი, სადაც მომწოდებელი განახორციელებს საქონლის შეკეთებას, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
- სერვისის ვადები საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
- დამატებითი დანართები - გთხოვთ, ატვირთოთ ხელმოწერილი/დასკანერებული სახით:
- ! დანართი № 2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან;
- ! დანართი № 3 - აფიდავიტი/წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ;
- ! დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე.
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 აპრილი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ხათუნა ჩხეტია
მობ: 595 309 300
ელ. ფოსტა: khchkhetia@credo.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები