ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T16633 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მინერალური წყლის ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე;

ტენდერის აღწერილობა: 
ტენდერში მონაწილე ვალდებულია აიღოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპეციალურ ჭურჭელში სინჯები ქვემოთ ჩამოთვლილი გაზებისა და იზოტოპების ანალიზისათვის და განახორციელოს მათი ანალიზი საქართველოსა და უცხოეთში:

  • ინერტული გაზები (He-Ne-Ar-Kr-Xe}, 3He/4He);
  • ტრიტიუმი 3H; 
  • სტაბილური იზოტოპები 18O/2H;
  • ნახშირბადის იზოტოპები 14C( d13C ერთად); 
  • ანალიზის განხორციელების შემდგომ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა წყლის ასაკის შესახებ და გადასცეს „დამკვეთს“

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • საკონკურსო წინადადების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.
გარდა ზემოთ მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • ფასი და გადახდის პირობა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტია;
  • კონტრაქტის  სხვა პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე tenders.ge ის პორტალზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 მარტი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ტექნიკური განმარტებების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:
თემურ კოროშინაძეს: t.koroshinadze@ids-borjomi.com(mailto: t.koroshinadze@ids-borjomi.com) 

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა