27 მარტი 2023, 17:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T16633 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის მინერალური წყლის ასაკის დადგენის მიზნით იზოტოპური ანალიზების ჩატარებაზე;
ტენდერის აღწერილობა:
ტენდერში მონაწილე ვალდებულია აიღოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპეციალურ ჭურჭელში სინჯები ქვემოთ ჩამოთვლილი გაზებისა და იზოტოპების ანალიზისათვის და განახორციელოს მათი ანალიზი საქართველოსა და უცხოეთში:
- ინერტული გაზები (He-Ne-Ar-Kr-Xe}, 3He/4He);
- ტრიტიუმი 3H;
- სტაბილური იზოტოპები 18O/2H;
- ნახშირბადის იზოტოპები 14C( d13C ერთად);
- ანალიზის განხორციელების შემდგომ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა წყლის ასაკის შესახებ და გადასცეს „დამკვეთს“
კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- საკონკურსო წინადადების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.
გარდა ზემოთ მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:
- ფასი და გადახდის პირობა;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტია;
- კონტრაქტის სხვა პირობები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე tenders.ge ის პორტალზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 მარტი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ტექნიკური განმარტებების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:
თემურ კოროშინაძეს: t.koroshinadze@ids-borjomi.com(mailto: t.koroshinadze@ids-borjomi.com)
ტენდერის კატეგორია:
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები