ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16858 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსლიბერთი ბანკიაცხადებს ტენდერს ფილიალის სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #74) სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვა ორ ლოტად თანდართული ხარჯთაღრიცხვების და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით;
  • პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
  • შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2021-2022 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #1) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 აპრილი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე,
მობ: 595 901 200,
ელ-ფოსტა:  shorena.tavadze@lb.ge

ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ არქიტექტორ გიორგი ანჯაფარიძეს, მობ: 595 78 78 07; ელ-ფოსტა: giorgi.anjaparidze@lb.ge.

დამატებითი პირობები!

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და  მიმდებარე  ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება, ასევე ვიტრაჟების/ვიტრინების  წმენდა შიგნიდან და გარედან.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

აიტი გეგმა - აიტი გეგმა -
განმარტებითი - LB HQ IX 002 განმარტებითი - LB HQ IX 002
დანართი #1 (ხელშეკრულების შაბლონი) docx დანართი #1 (ხელშეკრულების შაბლონი) docx
ელ გეგმა --02 ელ გეგმა --02
ელ გეგმა -01 ელ გეგმა -01
ელ გეგმა -03 ელ გეგმა -03
ელ ფარი -01 ელ ფარი -01
ელ ფარი -02 ელ ფარი -02
ელ ფარი -03 ელ ფარი -03
ელ ფარი -04 ელ ფარი -04
ელ ფარი -05 ელ ფარი -05
ელ ფარი -06 ელ ფარი -06
ელ ფარი -07 ელ ფარი -07
ელ ფარი -08 ელ ფარი -08
ელ ფარი -09 ელ ფარი -09
ელ ფარი -10 ელ ფარი -10
ელ ფარი -11 ელ ფარი -11
ვაკე 9 სართული პრ1 ვაკე 9 სართული პრ1
ვაკე 9 სართული გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია ვაკე 9 სართული გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია
ვაკე 9 სართული წყალ კანალიზაცია ვაკე 9 სართული წყალ კანალიზაცია
ვაკე 9 სართული ხარჯი არქიტექტურა, ელექტროობა, სანტექნიკა 1 ვაკე 9 სართული ხარჯი არქიტექტურა, ელექტროობა, სანტექნიკა 1
ვაკე 9 სართულიგათბობა, გაგრილების ვაკე 9 სართულიგათბობა, გაგრილების
ლიბერთი ბანკი მექ სისტემები ლიბერთი ბანკი მექ სისტემები
სათავო მე-9 სართული Ganmarteba-IT სათავო მე-9 სართული Ganmarteba-IT
სათავო მე-9 სართული ganmart barati-El სათავო მე-9 სართული ganmart barati-El
საკომუტაციო კარადა- საკომუტაციო კარადა-
სატენდერო განცხადება-ვაკე სატენდერო განცხადება-ვაკე
ვაკე 9 სართული ვენტილაცია ვაკე 9 სართული ვენტილაცია
ყველას ჩამოტვირთვა