ჩაბარების ვადა:

11 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17220 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა:

მომსახურება გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟებას.

  • მაღაზიების საორიენტაციო რაოდენობა - 400 ობიექტი
  • ადგილმდებარეობა - საქართველოს მასშტაბით

კერძოდ, პრეტენდენტს ევალება:

  • 400 ობიექტზე გარე კამერების მონტაჟი
  • 50 ობიექტზე 16 არხიანი ჩამწერის შეცვლა 32 არხიანი ჩამწერით

ძველი ჩამწერიდან კამერების, დისკების და კონფიგურაციის გადმოტანა ახალ ჩამწერზე.

შემსრულებელი ვალდებულია:

  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები გაასწოროს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში აღმოფხვრას ხარვეზი;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოშობილ ყველა დამატებით ხარჯს ფარავს შემსურლებელი, მანამ სანამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ი არ შეადგენს დამონტაჟების აქტს, რომელიც ადასტურებს ობიექტის მიერ განთავსებული/დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • განფასება უნდა მოიცავდეს 1 კამერის სამონტაჟო სამუშაოს ღირებულებას, ასევე სახარჯი მასალების ერთეულის ღირებულებას (მაგ: 1 მეტრი კაბელი, კაბელარხი და ა.შ.)  და რეგიონების შემთხვევაში სამივლინებო ხარჯს;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;

სურვილის შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს კანონმდებლობასთან შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განფასება, კერძოდ უპირატესობა მიენიჭება Hikvision-ის ბრენდს:

  • 32 არხიანი ჩამწერი - HIKVISION DS-7732NI-K4  - 50 ცალი;
  • 50 ცალი PoE სვიჩი - 24 პორტიანი;
  • კამერა  Hikvision, DS-2CD2043G2-I,4mm,IP,4mp,Bullet,Fix,IR40m,AcuSense  - 980 ცალი
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების მინიმალური ვადა;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 მაისი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 591 44 20 54
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / mariam.sikharulidze@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა