11 მაისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17220 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების აღწერილობა:
მომსახურება გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟებას.
- მაღაზიების საორიენტაციო რაოდენობა - 400 ობიექტი
- ადგილმდებარეობა - საქართველოს მასშტაბით
კერძოდ, პრეტენდენტს ევალება:
- 400 ობიექტზე გარე კამერების მონტაჟი
- 50 ობიექტზე 16 არხიანი ჩამწერის შეცვლა 32 არხიანი ჩამწერით
ძველი ჩამწერიდან კამერების, დისკების და კონფიგურაციის გადმოტანა ახალ ჩამწერზე.
შემსრულებელი ვალდებულია:
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები გაასწოროს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში აღმოფხვრას ხარვეზი;
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოშობილ ყველა დამატებით ხარჯს ფარავს შემსურლებელი, მანამ სანამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ი არ შეადგენს დამონტაჟების აქტს, რომელიც ადასტურებს ობიექტის მიერ განთავსებული/დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- განფასება უნდა მოიცავდეს 1 კამერის სამონტაჟო სამუშაოს ღირებულებას, ასევე სახარჯი მასალების ერთეულის ღირებულებას (მაგ: 1 მეტრი კაბელი, კაბელარხი და ა.შ.) და რეგიონების შემთხვევაში სამივლინებო ხარჯს;
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;
სურვილის შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს კანონმდებლობასთან შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განფასება, კერძოდ უპირატესობა მიენიჭება Hikvision-ის ბრენდს:
- 32 არხიანი ჩამწერი - HIKVISION DS-7732NI-K4 - 50 ცალი;
- 50 ცალი PoE სვიჩი - 24 პორტიანი;
- კამერა Hikvision, DS-2CD2043G2-I,4mm,IP,4mp,Bullet,Fix,IR40m,AcuSense - 980 ცალი
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების მინიმალური ვადა;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 მაისი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 591 44 20 54
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / mariam.sikharulidze@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა