24 მაისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17367 - ტენდერი პლასტიკური ბარათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს პლასტიკური ბარათების მომწოდებელი კომპანიის შესარჩევ ტენდერს ქვემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად:
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- კომპენიის მიერ ტენდერში შემოთავაზებულ ბარათს უნდა ქონდეს PRONIT-ის მხარდაჭერა და მათი სერტიფიცირება;
- ჩიპის მოქმედების პერიოდი. გთხოვთ წარმოადგინოთ ვიზა და მასთერქარდის სერტიფიკატები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთეული ბარათის სავარაუდო ფასი (დანართი #1) რაოდენობების შესაბამისად;
- ტენდერში შერჩეული კომპანია, ბანკის ყოველი მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობას ფასტა გამოკითხვებში. საუკეთესო ფასის წარმოდგენის შემთხვევაში მოხდება ბარათების შესყიდვა.
- ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, დანართი #2-ის შესაბამისად (დანართი #2-ხელშეკრულების შაბლონი);
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 მაისი, 17:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს
შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები