ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17416 - ტენდერი შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი (შემდგომში კომპანია) აცხადებს ტენდერს შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

ტენდერის საგანი: 

  • კომპანიის სახელით იმპორტირებული ტვირთვების ტრანსპორტირება კომპანიის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილამდე;
  • კომპანიის დაკვეთით სხვადასხვა მომწოდებლებიდან ტვირთის აღება/მიბარება კანონმდებლობის სრული დაცვით და მათი ტრანსპორტირება;
  • კანონით გათვალისწინებული ყველა ოპერაციის სრულყოფილი დაცვა, ოპერატიული  ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, მიბარებული ტვირთის და დოკუმენტაციის სრულყოფილი გადაცემა კომპანიის თანამშრომლისათვის დანიშნულების ადგილზე; 

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილი ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია შიდა გადაზიდვებზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ა.შ;
  • შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა, შესაძლებელია განაცხადი განიხილოს დაზღვევის გარეშეც.
  • მოთხოვილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 მაისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ელ. ფოსტა: ggogiberidze@borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 მაისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა