ჩაბარების ვადა:
29 მაისი 2023, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17416 - ტენდერი შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი (შემდგომში კომპანია) აცხადებს ტენდერს შიდა გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
ტენდერის საგანი:
- კომპანიის სახელით იმპორტირებული ტვირთვების ტრანსპორტირება კომპანიის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილამდე;
- კომპანიის დაკვეთით სხვადასხვა მომწოდებლებიდან ტვირთის აღება/მიბარება კანონმდებლობის სრული დაცვით და მათი ტრანსპორტირება;
- კანონით გათვალისწინებული ყველა ოპერაციის სრულყოფილი დაცვა, ოპერატიული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, მიბარებული ტვირთის და დოკუმენტაციის სრულყოფილი გადაცემა კომპანიის თანამშრომლისათვის დანიშნულების ადგილზე;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილი ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია შიდა გადაზიდვებზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ა.შ;
- შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა, შესაძლებელია განაცხადი განიხილოს დაზღვევის გარეშეც.
- მოთხოვილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 მაისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ელ. ფოსტა: ggogiberidze@borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
დოკუმენტაცია
brokerage service 2023
brokerage service 2023
Tender - Brokerage Service 2023
Tender - Brokerage Service 2023
Tender - Local Transportation 2023
Tender - Local Transportation 2023
Transportation 2023
Transportation 2023
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა