2 ივნისი 2023, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17439 - ტენდერი ბათუმში, ხახულის ქუჩა #49-ში ს/კ 05.25.08.005 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბათუმში, ხახულის ქუჩა #49-ში ს/კ 05.25.08.005 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე (იხ. ტენდერზე თანდართული ფოტოები და ტექნიკური ინფორმაცია).
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია დაუკავშირდეს ტენდერით განსაზღვრულ საკონტაქტო პირს (იხ. ქვემოთ), მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი შენობა-ნაგებობის დეტალური დათვალიერებისთვის.
- სადემოტაჟო სამუშაოები უნდა მოიცავდეს არსებული ნაგებობების დემონტაჟს (ღობის გარდა), ღირებული მასალების გატანას, სამშენებლო ნარჩენების დაშლას და ეზოში მოგროვებას.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია (გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს თავად პრეტენდენტი და წარმოადგენს შერჩევის ერთერთ კრიტერიუმს)
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველადოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობისმომწოდებელს.
- კომერციული შემოთავაზება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- მომსახურების შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
- შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის კომერციული შემოთავაზება ინვოისის სახით
- შესასრულებელი სამუშაოების ვადა და დეტალური სადემონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი
- საბანკო გარანტიის მოცულობა თანხობრივად (ეროვნულ ვალუტაში)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- შესრულებული სადემონტაჟო ობიექტების ჩამონათვალი
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოსლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსურიდოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 2 ივნისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები