ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17563 - ტენდერი MARAZZI-ის კერამიკული ფილებისა და პენოპლასტის პლინტუსების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "საქართველოს ბანკი" MARAZZI-ის კერამიკული ფილებისა და პენოპლასტის პლინტუსების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

  • წინადადების წარდგენის თარიღი: 1 ივნისი, 12:00 საათი.
  • წინადადების დასრულების თარიღი: 6 ივნისი, 18:00 საათი.

მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1-ფასების ცხრილი.
  • შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდეს დანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

საკონტაქტო პირი: ბექა მუმლაძე
ელ.ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: +995 551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დოკუმენტაცია