ჩაბარების ვადა:
6 ივნისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17563 - ტენდერი MARAZZI-ის კერამიკული ფილებისა და პენოპლასტის პლინტუსების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "საქართველოს ბანკი" MARAZZI-ის კერამიკული ფილებისა და პენოპლასტის პლინტუსების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
- წინადადების წარდგენის თარიღი: 1 ივნისი, 12:00 საათი.
- წინადადების დასრულების თარიღი: 6 ივნისი, 18:00 საათი.
მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
- დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1-ფასების ცხრილი.
- შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდეს დანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2); - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
საკონტაქტო პირი: ბექა მუმლაძე
ელ.ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: +995 551 46 20 03
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები