ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18882 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ ლოტად

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ  ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;

  • პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

 2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის) განთავსება დანართში (დანართი #2)მითითებულ მისამართებზე;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე , შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დანართი #2-ში მითითებულ მისამართებზე; (ბანკის სერვის-ცენტრების მისამართები და დისპენსერების რაოდენობა არ არის სრული, შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს);
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონულიმოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისგანმავლობაში;

შენიშვნა:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 სექტემბერი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერები შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 901 200 და სოფიო კალანდარიშვილი Sopio.Kalandarishvili@lb.ge  მობ: 599 86 03 43

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“;
  • გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება ბანკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები