ჩაბარების ვადა:
13 სექტემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18882 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ ლოტად
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის) განთავსება დანართში (დანართი #2)მითითებულ მისამართებზე;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე , შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დანართი #2-ში მითითებულ მისამართებზე; (ბანკის სერვის-ცენტრების მისამართები და დისპენსერების რაოდენობა არ არის სრული, შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს);
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონულიმოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისგანმავლობაში;
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 სექტემბერი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერები შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 901 200 და სოფიო კალანდარიშვილი Sopio.Kalandarishvili@lb.ge მობ: 599 86 03 43
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“;
- გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება ბანკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები