ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19296 - ტენდერი სიტუაციური ცენტრის ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ( 06/10-GIG-P-23 )  სიტუაციური ცენტრის ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის შეძენაზე. 

შესყიდვის საგნის დახასიათება:

  • სიტუაციურ ცენტრში ვიდეო კამერების ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემა პროგრამული უზრუნველყოფით.
  • ტექნიკური დავალება თანდართულია დანართი 1-ის სახით.

მიწოდების ადგილი:  ქ. თბილისი, 0177, გაზაფხულის ქ.18

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნადასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია;
  • პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის (VMS, Video Wall) მწარმოებლის მიერ სერთიფიცირებული მინიმუმი 2 (ორი) ინჟინრის სერთიფიკატი;
  • პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული (VMS, Video Wall) უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა;
  • პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს პროექტების ნუსხა, საიდანაცდადასტურდება რომ მას 2017 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გააჩნია შემოთავაზებული ბრენდის VMS გადაწყვეტილების მინიმუმ 500 (ხუთასი) არხის ლიცენზიის გაყიდვის გამოცდილება;

აუცილებელი პირობა:  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიამ უნდა დაამონტაჟოს ერთ თვიანისადემონსტრაციო ვერსია რათა მოხდეს დაკვირვება. დადებითი შედეგის შემთხვევაშიგანხორციელდება შესყიდვა.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 06/10-GIG-P-23;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ოქტომბერი, 17:00 საათი

საკონტაქტო პირი:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური  
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 
გიორგი ტარიელაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 444978

ტენდერის კატეგორია:

  • 51900000 მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი