20 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19296 - ტენდერი სიტუაციური ცენტრის ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ( 06/10-GIG-P-23 ) სიტუაციური ცენტრის ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის შეძენაზე.
შესყიდვის საგნის დახასიათება:
- სიტუაციურ ცენტრში ვიდეო კამერების ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემა პროგრამული უზრუნველყოფით.
- ტექნიკური დავალება თანდართულია დანართი 1-ის სახით.
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, 0177, გაზაფხულის ქ.18
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია;
- პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის (VMS, Video Wall) მწარმოებლის მიერ სერთიფიცირებული მინიმუმი 2 (ორი) ინჟინრის სერთიფიკატი;
- პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული (VMS, Video Wall) უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა;
- პრეტენდენტ ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს პროექტების ნუსხა, საიდანაცდადასტურდება რომ მას 2017 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გააჩნია შემოთავაზებული ბრენდის VMS გადაწყვეტილების მინიმუმ 500 (ხუთასი) არხის ლიცენზიის გაყიდვის გამოცდილება;
აუცილებელი პირობა: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიამ უნდა დაამონტაჟოს ერთ თვიანისადემონსტრაციო ვერსია რათა მოხდეს დაკვირვება. დადებითი შედეგის შემთხვევაშიგანხორციელდება შესყიდვა.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 06/10-GIG-P-23;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ოქტომბერი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ტარიელაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 444978
ტენდერის კატეგორია:
- 51900000 მართვისა და კონტროლის სისტემების მონტაჟი
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი