ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19548 - ტენდერი სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან ბაზალტი“,აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელი დურნუკის ტერიტორიაზე, სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.  ( #27/10-Bazalt-23 ).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი დურნუკი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოები“ და ნომერი - #27/10-GIEC-Bazalt-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 1 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ggiorgobiani@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები