ჩაბარების ვადა:
1 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19548 - ტენდერი სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან ბაზალტი“,აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელი დურნუკის ტერიტორიაზე, სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. ( #27/10-Bazalt-23 ).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი დურნუკი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „სამსხვრეველასთვის საძირკველის მოწყობის სამუშაოები“ და ნომერი - #27/10-GIEC-Bazalt-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 1 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ggiorgobiani@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები