13 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19578 - ტენდერი ალაოს ტრანსპორტირებაზე გორიდან ნატახტარში
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით # EF-GE/682
ბ) დანიშნულება: ალაოს ტრანსპორტირება გორიდან ნატახტარში
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ტრანსპორტირება საჭიროა მოხდეს მარცვლეულის თვითმცლელი მანქანებით გორიდან ნატახტარში;
- ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
- 2024 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 7000 ტონა ალაო;
- შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის ვადები:
- შემოთავაზების მიღება იწყება: 30.10.2023 13:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება: 13.11.2023 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები