ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19578 - ტენდერი ალაოს ტრანსპორტირებაზე გორიდან ნატახტარში

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:  

ა)  ნომრით # EF-GE/682
ბ)  დანიშნულება:  ალაოს ტრანსპორტირება გორიდან ნატახტარში

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ტრანსპორტირება საჭიროა მოხდეს მარცვლეულის თვითმცლელი მანქანებით გორიდან ნატახტარში;
  • ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
  • 2024 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 7000 ტონა ალაო;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 45 კალენდარული დღე.
  • სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
  • სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში. 

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის ვადები:

  • შემოთავაზების მიღება იწყება: 30.10.2023  13:00  
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება: 13.11.2023  18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები