ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19579 - ტენდერი გათბობა-გაგრილებისა და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბიზნეს ცენტრი საბურთალო“-ის მიერ ქ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩა N34-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის მე-4 სართულის გათბობა-გაგრილება და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვა. ( #30/10-BCSaburtalo-HVAC-23 ).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N1);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობის საბანკო გარანტია;

მისამართი: ქ. თბილისი, გამსახურდიას (პეკინი) ქუჩა N34

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „გამსახურდიას ქუჩა N34-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის მე-4 სართულის გათბობა-გაგრილება და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვა“ და ნომერი - #30/10-BCSaburtalo-HVAC-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 07 ნოემბერი, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ შეეხმიანოთ:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები