7 ნოემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19579 - ტენდერი გათბობა-გაგრილებისა და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბიზნეს ცენტრი საბურთალო“-ის მიერ ქ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩა N34-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის მე-4 სართულის გათბობა-გაგრილება და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვა. ( #30/10-BCSaburtalo-HVAC-23 ).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N1);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობის საბანკო გარანტია;
მისამართი: ქ. თბილისი, გამსახურდიას (პეკინი) ქუჩა N34
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის პროექტი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „გამსახურდიას ქუჩა N34-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის მე-4 სართულის გათბობა-გაგრილება და სველი წერტილების ვენტილაციის სისტემის შესყიდვა“ და ნომერი - #30/10-BCSaburtalo-HVAC-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 07 ნოემბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ შეეხმიანოთ:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები