ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19590 - იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47“-ის მიერ ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვა. (#30/10-Kazbegi47-Floor-23)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობაზე;

მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

იატაკის მოჭიმვა უნდა განხორციელდეს მშრალი მეთოდით, კერძოდ ქვიშა-ცემენტის ხსნარით, რომელიც უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა. საერთო მოცულობა გახლავთ 7265 კვ.მ, ხოლო მოჭიმვის სიმაღლე - 7სმ

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვა“ და ნომერი - #30/10-Kazbegi47-Floor-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 08 ნოემბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში  დაუკავშირდით:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები