8 ნოემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19590 - იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ყაზბეგის 47“-ის მიერ ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვა. (#30/10-Kazbegi47-Floor-23)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობაზე;
მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
იატაკის მოჭიმვა უნდა განხორციელდეს მშრალი მეთოდით, კერძოდ ქვიშა-ცემენტის ხსნარით, რომელიც უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა. საერთო მოცულობა გახლავთ 7265 კვ.მ, ხოლო მოჭიმვის სიმაღლე - 7სმ
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის იატაკის მოჭიმვის მომსახურების შესყიდვა“ და ნომერი - #30/10-Kazbegi47-Floor-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 08 ნოემბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები