
ჩაბარების ვადა:
17 იანვარი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2059 - ტენდერი ბექთაქარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს ბექთაქარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა 2017 წლის 17 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებზე:
- სარემონტო-მექანიკური სახელოსნოს,
- ცივი საწყობის,
- თბილი საწყობის,
- საკონტროლო-გამშვები პუნქტის,
- ქვესადგურის,
- საწვავ-საპოხი მასალების საწყობის,
- საკომპრესორო დანადგარის შენობის,
- ოფისის შენობის ,
- ოპერატიული მართვის შენობის,
- გასახდელების და საშხაპეების შენობის,
- სეპტიკის,
- ავტოსადგომის,
- საერთო საცხოვრებლის და სასადილოს შენობის,
- წყალმომარაგების სისტემის მოწყობის,
- ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობის.
პროექტის განხორციელების ვადებია: 01.03.2017-31.12.2017
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
- ბოლო სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 3 მილიონიანი წლიური ბრუნვა;
- სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია ეზრუნნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
- კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
- კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალაში, სადაც წარმოდგენილია ბექთაქარის საწარმოო მოედნის გენგეგმა, შენობა-ნაგებობების, შიდა ქსელების პროექტები და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დეფექტური აქტები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა გრაფიკი) და ღირებულება, საავანსო ანაზღაურების რაოდენობა და მისი გადარიცხვის განრიგი.
- სატენდერო წინადადებასთან ერთად კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტები, ფაქტურები და საბანკო ამონაწერები;
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის 1/9
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება
- კონვერტების მიღების ბოლო ვადაა 17.01.2017
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები